ჰუმანიტარულმა განაღმვის ორგანიზაციამ „ჰალო თრასთი“ სოფელ მერეთში აუფეთქებელი საბრძოლო მასალების განადგურების სამუშაოების წარმატებით დასრულება აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩის მოადგილე საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების, შინაგან და თავდაცვის სამინისტორების, ,,ევროკავშირის მისიისა“  და აშშ საელჩოს წარმომადგენლები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ლტოლვილთა დანიის საბჭოს“ გორის ოფისის წარმომადგენელს ანაის შამბონს შეხვდნენ. მათ ისაუბრეს პროექტის „სახლების შეკეთება და საარსებო პირობების შექმნა სოფელ ერგნეთში დაბრუნებული მოსახლეობისთვის“ შესახებ. მხარეები აღნიშნული პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
გორის სახანძრო დაცვის სამსახურს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სპეცდანიშნულების სახანძრო მანქანა გადაეცა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოიყო. 
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო.აქციის მონააწილებმა ქალაქ გორის ერთ-ერთ შემოსასვლელი  დაასუფთავეს. ისინი საჭირო ინვენტარით არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“ მოამარაგა .ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გორისა და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტების სტუდენტებმა. აქცია ადგილობრივი თვითმართველობის ინიციატივით დაწყებულ დასუფთავების მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მოეწყო. კამპანიის მიზანია, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
ნიქოზში ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა განაღმვის ორგანიზაციამ „ჰალო თრასთი“ შიდა ქართლში, კერძეოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული სოფლების ზემო ნიქოზი, ზემო ხვითიის კასეტური აუფეთქებელი საბრძოლო მასლისაგან წმენდითი სამუშაოების წარმატებით დასრულება აღნიშნა.ცერემონიალს ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძე, იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი აარონ ფიშმენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
13 ივნისს გორში მასობრივი ფეხბურთის განვითარების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკის ,,ახალბაღი“ სტადიონზე 11:00 საათზე დაიწყო. ღონიძიების ფარგლებში მოეწყო მინი საფეხბურთო ტურნირები, რომელშიც მონაწილეობდნენ დევნილი  და  უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, სკოლამდელი დაწესებულებებისა და საზოგადოება ,,ბილიკისა“ და ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელები. გარდა ამისა ბავშვებს  ცნობილმა ფეხბურთელებმა და მწვრთნლებმა საჩვენებელი გაკვეთილებიც ჩაუტარეს. ღონისძიება სამ საათს გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ორასზე მეტი ბავშვი იღებდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ ვანო მურადელის სამუსიკო სკოლას საჩუქრად ვიოლინო და ფლეიტა გადასცა.