დღეს გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული დასუფთავების კამპანიის ფარგლებში კვერნაკის დასახლებაში სასაფლაოს ტერიტორიაზე  პირველი დასუფთავების აქცია მოეწყო.ღონისძიებაში მონაწილეობდა მუნიციპალური შპს „კეთიმოწყობის სამსახური“ და შპს ,,იბოლია“. სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში იმყოფებოდნენ, სადაც 15 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა ტელეკომპანია „TV 3"-ის გადამღები ჯგუფი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძე ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კვერნაკის დასახლებაში პეტრიაშვილის ქუჩაზე მინი ტყე-პარკის გამწვანების პროცესში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პარკი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მოეწყო, სადაც 350 - მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო. აქცია ნერგებით გორის მუნიციპალიტეტის სანერგე მეურნეობამ უზრუნვეყო. 
ნიქოზში სოფლის მეურნეობის მინისტრამა შალვა ფიფიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქვეყნის მააშტაბით ახლადშექმნილ 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საზეომო ვითარებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიანიჭეს. ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,ნიქოზი“ ტერიტორიაზე მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს ანზორ გვაძაბიას 77 წლის იუბილის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის სახელით საჩუქრად ფულადი თანხა 200 ლარი გადასცა.
გორში დედა ენის დღე რიგი ღონისძიებებით აღინიშნა.დედა ენის დღეს გორს მარნეულის არაქათულენოვანი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც    სპეციალურად მათთვის სიმბოლური პირველი  გაკვეთილი ჩატარდა.სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენა.ამავე ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ასფალტზე ხატვა, სადაც  გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საკუთარი ინტერპრეტაციებით ქართული ანბანი გააცოცხლეს.
           მიმდინარე წლის 12 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძეც დაეწრო. დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე იმსჯელეს.
პაპუნა კობერიძემ სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯს ფლეიტა გადასცა. აღნიშნული სამუსიკო ინსტრუმენტი კულტურის სამინისტრომ შეიძინა.